გერმანია თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიას ცვლის

გერმანია გეგმავს, წლის ბოლომდე, თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიის დოკუმენტი ახლით შეცვალოს. თავდაცვის მინისტრი ბორის პიტორიუსი ამბობს, რომ მიზანია შემცირდეს ბიუროკრატიული პროცედურები და დაჩქარდეს იარაღის წარმოება.

პიტორიუსი ფიქრობს, რომ დოკუმენტის დამტკიცება მოხდება და მმართველი კოალიციური ძალის დაშლას ამ პროცესზე გავლენა არ ექნება.

გერმანიის მიზანია გააუმჯობესოს არმიის შესაძლებლობები და გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სახელმწიფო თავის როლს აღიქვამდა უფრო მარეგულირებად, ვიდრე ინდუსტრიის პარტნიორად. ახლა, ჩვვენი ამოცანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაა. არა მხოლოდ მისი შენარჩუნება, არამედ გაძლიერება. აქედან გამომდინარე, გვინდა გავაუმჯობესოთ ჩარჩო პირობები ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიისთვის“, - ამბობს მინისტრი პიტორიუსი.

გერმანულ მედიასთან საუბრის დროს, თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ დოკუმენტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში იქნება მზად.