ოლაფ შოლცმა, გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან დეპორტაციის ძალისხმევას გააძლიერებს. შოლცმა, განცხადება ორშაბათს, სლონგენში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა პირმა, მასობრივი მკვლელობა მოაწყო. მომხდარის შემდეგ, მემარჯვენე ოპოზიციამ, ხელისუფლების იმიგრაციის პოლიტიკის კრიტიკა გაძლიერა.
”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ, ვისაც არ შეუძლიათ და არ აქვთ უფლება დარჩეს გერმანიაში, რეპატრირებულნი და დეპორტირებული იყვნენ. ეს იყო ტერორიზმი, ტერორიზმი თოთოეული ჩვენგანის წინააღმდეგ”, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.
თავდამსხმელი, რომელიც სირიიდანაა და კავშირი აქვს „ისლამურ სახელმწიფოსთან, სამი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული. ამასთან, მან 8 ადამიანი დაჭრა. ისლამისტურმა ჯგუფმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.