ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დაწესებული სოციალური და ეკონომიკური შეზღუდვების დასრულების გეგმა წარადგინა. ეს იქნება ერთგვარი ტესტიც იმის დასადგენად, თუ რამდენად უზრუნველყოფს ადამიანების ვირუსის დელტა ვარიანტისგან დაცვას ვაქცინაციის მაღალი დონე.
ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ მთავრობა შეზღუდვების მოხსნას 19 ივლისისთვის გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი. პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემუსუბუქება გულისხმობს სოციალური კონტაქტების შეზღუდვების მოხსნას, სახლიდან მუშაობის რეკომენდაციის შეწყვეტას და პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებას.
ამ გეგმის მიხედვით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე სრულად გაიხსნება ღამის კლუბებიც.
„საკუთარ თავთან გულწრფელნი უნდა ვიყოთ. თუ შემდეგ რამდენიმე კვირაში ვერ შევძლებთ სრულად გავიხსნათ, მაშინ როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას? ჩვენ ლეგალურ შეზღუდვებს მოვხსნით და საშუალებას მივცემთ ადამიანებს, თავად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ვირუსს“ - აცხადებს ჯონსონი.
ამ ფონზე, გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, ნეპალი, პრტუგალია და რუსეთი აღარ წარმოადგენენ ახალ ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთების საგანს, რაც ამ ქვეყნებიდან ვიზტორებისთვის შეზღუდვებს ამცირებს.
„რობერტ კოხის“ ინსტიტუტი აცხადებს, რომ ხუთივე ქვეყანაში ვითარება შემსუბუქებულია, ამიტომ მათ მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიას ეწვივნონ, თუმცა ჩასვლისთანავე 10 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.
იმ შემნტხვევაში თუ ვიზიტორების კოვიდ-ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება, საკარანტინე ვადა შესაძლოა 5 დღემდე შემცირდეს. გადაწყვეტილება ოთხშაბათიდან შევა ძალაში.