მერკელს ევროპაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საარჩევნო რეიტინგების ზრდას, მისი თანამშრომლები, ეგრეთწოდებულ, „ტრამპის ფაქტორს“ უკავშირებენ.

ფედერალურ არჩევნებამდე 8 თვით ადრე მერკელის 2015-2016 წლის მიგრანტების კრიზისის დროს შემცირებული რეიტინგები ისევ მაღალია.

გერმანიაში გამოკითხული მოსახლეობის 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა ლტოლვილების კრიზისთან გამკლავებას მოახერხებს.

გამოკითხვების მიხედვით მერკელის რეიტინგი 74 პროცენტს შეადგენს, რაც ევროპაში ნებისმიერი სხვა ლიდერის მაჩვენებელზე მაღალია. გალოპის ბოლო მონაცემებით, 42 პროცენტიანი მოწონების რეიტინგი აქვს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.