მერკელისა და ნაზარბაევის შეხვედრა ასტანაში

მერკელისა და ნაზარბაევის შეხვედრა ასტანაში

გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აზიაში მგზაურობა ნავთობით მდიდარ ყაზახეთში დაასრულა.

გერმანიის ლიდერი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყნის დედაქალაქში -ასტანაში შეხვდა. აღსანიშნავია,რომ ყაზახეთის დედაქალაქი ქვეყანაში ერთერთი მძლავრი სავაჭრო ცენტრია ,რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული.

ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებმა ორი მილიარდი დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.მათ შორის ერთერთი- გერმანულ „დოიჩ ბანკთან“ გაფორმებული კრედიტი, ყაზახეთში საშუალო ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

შეგახსენებთ,რომ ანგელა მერკელი ყაზახეთში ჩინეთიდან ჩავიდა,სადაც გერმანელ ბიზნესმენებთან ერთად კანცლერი პრემიერ მინისტრს ვან ჟიბაოსა და ჩინელ ბიზნესმენებს შეხვდა.