სექტემბრიდან, საფრანგეთი და გერმანია მოქალაქეების დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას გეგმავენ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ სექტემბრიდან ხანდაზმულებსა და მოწყვლად მოსახლეობას კოვიდ -19-ის ვაქცინის მესამე დოზა შესთავაზონ.
„მესამე დოზა, ალბათ, აუცილებელი იქნება არა პირდაპირ ყველასთვის, არამედ ყველაზე დაუცველი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი მესამე დოზით აცრას იწყებს, ისრაელმა ეს უკვე დაიწყომოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის, სექტეmბრიდანვე ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზებას გერმანიაც გეგმავს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ხანდაზმულები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან.
ასევე ნახეთ: ფაუჩის მოლოდინით, დელტა ვარიანტი კოვიდვითარებას კიდევ უფრო გააუარესებსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციაზე მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას იწყებენ.