გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თექვსმეტი ქვეყნის ფულადი ერთეული - ევრო , კრიზისს გადალახავს და ევროზონის არცერთი ქვეყანა არ გახდება იძულებული ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს.
ამ განცხადებით, ევროპის ლიდერი შეეცადა ფინასურ ბაზრებზე შექმნილი პანიკა შეემსუბუქებინა, რაც უკანასკნელი ორი თვის მანძილზე , დოლართან მიმართებაში ევროს კურსის მინიმუმამდე ვარდნამ გამოიწვია.
თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ პორტგუგალია და ესპანეთი საბერძნეთს და ირლანდიას მიბაძავს და ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით სესხებს აიღებს , ევროს კურსი უფრო მეტად დაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთი და პორტუგალია ამ ეტაპზე ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, მას მერე რაც ირლანდიასა და საბერძნეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ფინანსური დახმარება დაუმტკიცა.