ბიზნესის განწყობების კვლევის ინდექსის (IFO) მიხედვით, ენერგიის მაღალმა ფასებმა და გაზის შესაძლო დეფიციტმა, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა, გერმანია, რეცესიის ზღვარზე დააყენა.
ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ბიზნესის კლიმატის ინდექსი ქვეყანაში 88,6-მდე დაეცადა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.
„რეცესია კარზე აკაკუნებს. ეს ვეღარ გამოირიცხება“, - თქვა კლაუს ვოჰლარაბემ IFO-დან.
გერმანია, ამ ზამთარში გაზის მოხმარების შეზღუდვის საფრთხის წინაშეა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მიწოდება შეამცირა. დასავლეთში რუსეთს ადანაშაულებენ, რომ ის გაზს იარაღად იყენებს.
ასევე ნახეთ: უკრაინამ ამერიკული ჰაიმარსებით რუსული იარაღის 50 საწყობი გაანადგურარუსეთმა ამ თვეში მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 1" დახურა 10 დღის განმავლობაში "რუტინული შეკეთების" მიზეზით. მილსადენმა მუშაობა განაახლა, თუმცა მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით. „როიტერთან“ საუბარში ვოჰლარაბემ თქვა, რომ თუ გაზის მიწოდება ამ დონეზე გაგრძელდება, „რეცესიას არ იქნება“.
მთავრობა აცხადებს, რომ გაზის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში პრიორიტეტს მოსახლეობას მისცემს და არა კორპორაციებს.
IFO-ს კვლევის მიხედვით, რომელმაც 9000 გერმანული კომპანია გამოკითხა, მოლოდინები და განწყობები მომავალი თვეების განმავლობაში გაუარესდება.