ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის ბრალდებით, სამშაბათს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გააძევეს. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება ყოველი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ სამთვიანი ვადით ეძლევათ.
სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამ ეტაპზე მოხდა იმ მოქალაქეების გაძევება, რომლებიც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში და ბადენ-ბიურტემბერგში იმყოფებოდნენ.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან დააბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - უთხრეს ახალი ამბების სააგენტოს გერმანიაში საქართველოს საკონსულოში.