ორშაბათს, 16 იანვარს, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი გადადგა, იმ მზარდი კრიტიკის ფონზე, რომ უკრაინის ომს გერმანიის შეიარაღებული ძალები არასაკმარისად პასუხობს.
მისი გადაწყვეტილება შოლცის მთავრობისთვის სერიოზული დარტყმაა. გერმანია ისედაც ზეწოლის ქვეშაა კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის დამტკიცებასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო. ამასთან, გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბოლო სამხედრო წვრთნების დროს გაირკვა, რომ "პუმას" ტანკები გამოუსადეგარია.
ასევე ნახეთ: ბერლინი არ გეგმავს კიევისთვის "ლეოპარდ 2" ტანკების გადაცემასჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის თანამდებობაზე ლამბრეხტს. ბერლინზე მორიგი ზეწოლაა, რაც შეიძლება მალე დასახელდეს თავდაცვის მინისტრის კანდიდატი.
ხუთშაბათს, სულ რამდენიმე დღეში, გერმანიაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩადის. ის პარასკევს რამშტეინის ბაზაზე დაგეგმილი შეხვედრის დასწრებას გეგმავს, რომელზეც ნატოს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების კიევისთვის გადაცემის საკითხზე.
ასევე ნახეთ: პოლონეთი უკრაინისთვის "ლეოპარდების" მიწოდებას "კოალიციის ფარგლებში" აპირებსშოლცმა ლამბრეხტის გადადგომის მოთხოვნა ფორმალურად უკვე დააკმაყოფილა. „კანცლერი პატივს სცემს ქალბატონ ლამბრეხტის გადაწყვეტილებას და მადლობას უხდის მას იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია ამ რთულ პერიოდში თავდაცვის მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა შოლცის მთავრობის პრესსპიკერმა.
ახალი თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას ბერლინი სავარაუდოდ 17 იანვარს გამოაცხადებს. კრიტიკოსები ლამბრეხტს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან ვერ შეძლო გერმანიის შეიარაღებული ძალების რეფორმირება, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის 100 მილიარდი ევროს ფონდი იქნა გამოყოფილი.