გერმანიის კანცლერი შოლცი პარლამენტს რიგგარეშე არჩევნებისკენ ნაბიჯის გადადგმას სთხოვს

ორშაბათს კანცლერმა შოლცმა პარლამენტს სთხოვა მის მიმართ უნდობლობა გამოაცხადოს. ეს მისი მთავრობის დაშლის შემდეგ, ვადამდელი ეროვნული არჩევნებისკენ გადადგმული პირველი ოფიციალური ნაბიჯი იქნება.

შოლცის სამწევრიანი კოალიციიდან ნეოლიბერალი თავისუფალი დემოკრატების გასვლის შემდეგ, შოლცის სოციალ-დემოკრატები და მწვანეები უმრავლესობის გარეშე მართავენ იმ დროს, როდესაც გერმანია მთელი თაობის პერიოდის უღრმეს ეკონომიკურ კრიზისშია.

ასევე ნახეთ: კანცლერი შოლცი დეპორტაციის წესების გამკაცრების პირობას დებს

პარლამენტისადმი მიმართვაში შოლცმა რიგგარეშე არჩევნები წარმოაჩინა როგორც შესაძლებლობა ამომრჩევლებისთვის, გერმანიისთვის ახალი კურსი დასახონ. მან ეს წარმოადგინა როგორც არჩევანი მომავლის დიდ ინვესტიციებსა და შეკვეცას შორის, რის პირობასაც - მისი თქმით - კონსერვატორები დებენ.

შოლცს წინა კოალიციაში კონსერვატორებთან ფინანსთა მინისტრის პოზიცია ეკავა, სანამ 2021 წელს ახალი მთავრობის მეთაური გახდებოდა. მან სხვა პარტიებს ბრალი დასდო, რომ გერმანიისთვის საჭირო ინვესტიციების დაბლოკვა სურთ.

შოლცი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად რჩება, სანამ 23 თებერვალს დანიშნული არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.