ტყიბულში სამი მაღაროელი დაიღუპა

მაღაროს აფეთქების შეეგად, ტყიბულში სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი მძიმედ დაშავდა.

27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი მძიმედ დაშავდა. აფეთქების შედეგად 50 მაღაროელი მოექცა მიწის ქვეშ, თუმცა მათი ევაკუაცია დღეისთვის უკვე დასრულებულია. აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ტყიბულში მსგავსი აფეთქება მიმდინარე წლის მარტშიც მოხდა. მაშინ ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო აფეთქების მიზეზად კი მეთანის გაზის გაჟონვა იყო დასახელებული.