მომავალი ფიზიკოსის გინესის რეკორდი
Your browser doesn’t support HTML5
წყალქვეშ რუბიკის კუბიკის აწყობაში, ამერიკელი კუბერის ენთონი ბრუკსის რეკორდი 4 წლის შემდეგ საუკეთესო ქართველმა კუბერმა დაამხო. 18 წლის აბიტურიენტი ვაკო მარჩილაშვილი, რომელიც სტუ-ში საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის დაუფლებაზე ოცნებობს და ეროვნული გამოცდების შედეგებს ელოდება, გინესის რეკორდსმენი გახდა.