პრემიერი კობახიძე პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვეული აღარ არის
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, მსოფლიო ლიდერებისთვის დღეს დაგეგმილ მიღებაზე, პრემიერ კობახიძის მიწვევა გააუქმა. "ამერიკის ხმას" ინფორმაცია ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა წყარომ კონგრესიდან დაუდასტურა. მალევე, ინფორმაცია ასევე დაადასტურა პრემიერის ადმინისტრაციამ.