საქართველოს პარლამენტმა დებატების ფორმატის შეცვლაზე უარი თქვა

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თხვონას შეცვლილიყო პარლამენტში დებატების ფორმატი ისე, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა მისცემოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა. პრეზიდენტის თხოვნას 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 50-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების შეტანაზე უარი თქვა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრსნიუსის” ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს მუშაობას, რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით. "მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი გადახედავს თავის პოზიციას და პატივის სცემს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაუბრუნდება პლენარულ სხდომათა დარბაზს“, განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას ის, რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი. ამის თაობაზე 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ჩემი სურვილია, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მინდა ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს,"განაცხადა მარგველაშვილმა.