სუხიშვილები უძრაობის წინააღმდეგ
Your browser doesn’t support HTML5
ქართული ეროვნული ბალეტი "სუხიშვილები" კორონავირუსის გამო იძულებული გახდა სკოლები დაეხურა და გაკვეთილებიც შეეჩერებინა. თუმცა 5 000-მდე მოსწავლის "უმოძრაოდ" დატოვება მათთვის წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ახლა მასწავლებლები გაკვეთილების ვიდეოებს წერენ, მოსწავლეები კი საკუთარ სახლებში ვარჯიშობენ.