სამაუწყებლო კომპანია "გურია" ამერიკაში

ინტერვიუ პარტნიორული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებთან, რომლებიც ამერიკაში მიღებულ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ
ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში სამაუწყებლო კომპანია „გურიას“ შემოქმედებითი ჯგუფი მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.

პროგრამა საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად და ქართულ და ამერიკულ მაუწყებლობებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას უწყობს ხელს. მის დაფინანსებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს და პროგრამას ორგანიზაცია "აირექსი" ახორციელებს.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული რეგიონალური ტელეარხის თანამშრომლებთან, რომელშიც ისინი ამერიკაში მიღებულ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიოჩანაწერი