რა როლი აქვს ბანკებს სახელმწიფო უსაფრთხოებაში?
Your browser doesn’t support HTML5
რა როლი აქვს საბანკო სისტემას, სახელმწიფო უსაფრთხოებაში? ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ყველა ადგილობრივი და უცხოური ბანკი ვალდებული გახდა, ჰქონდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სპეციალური დეპარტამენტი, და ჰყავდეს სოლიდური რაოდენობის ფინანსური გამომძიებლები, რომელებიც საეჭვო ტრანზაქციებს იძიებენ. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა და მათთვის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება სავალდებულოა.