ქართველი ემიგრანტის 100 წლის იუბილე პარალიზებულ ნიუ-იორკში
Your browser doesn’t support HTML5
უხუცესმა ქართველმა ემიგრანტმა მამია (მამანტი) ზაქრაძემ, 100 წლის იუბილე კორონავირუსით პარალიზებულ ნიუ-იორკში გადაიხადა. შინ მხოლოდ შვილი, ვერა მაჯიო იყო, თუმცა 10 აპრილს დაბადების დღე ოჯახმა და მეგობრებმა ინტერნეტით, ე.წ. „ზუმ-ფართით“ აღნიშნეს. მაია ქვარცხავა მამია ზაქრაძეს „სკაიპით“ დაუკავშირდა.