ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აფასებენ
საქართველოს ახალი გენერალური კონსული ქალაქ ნიუ იორკში დიანა ჟღენტი რამდენიმე კვირაა თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ნიუ იორკში მოქმედი გენერალური საკონსულო თავის სიდიდით მსოფლიოში მოქმედ საქართველოს სხვა საკონსულოებთან შედარებით ყველაზე დიდ საკონსულოდ ითვლება, ვინიდან საქართველოდან ემიგრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობა სწორედ შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. თუმცა მათი დიდი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფება, რაც ხშირად იმის მიზეზი ხდება, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად მისული ადამიანები სიაში საკუთარ თავს ვერ პოულობენ. როგორ ემზადება არჩევნებისთვის საკონსულო და აპირებენ თუ არა ემიგრანტები არჩევნებზე მისვლას, ამ თემაზე ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია 9 აგვისტოს დაიწყო. ამერიკაში მცხოვრები ქართული ემიგრაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ საკმაოდ აქტიურია. უმრავლესობამ უკვე იცის იმ ძირითად კანდიდატურათა ვინაობა ვინც, არჩევნებში კენჭს იყრის. ზოგმა უკვე იცის თუ ვის დაუჭერს მხარს, სხვებისთვის კი წარმოდგენილ პრეტენდენტთა შემადგენლობა მიუღებელია.
მაკა კუპრეიშვილი: ეს კანდიდატები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას არცერთი არ შეეფერება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, მე არ მჯერა, რომ რომელიმე მათგანი უშველის საქართველოს თუნდაც ელემენტარული მდგომარეობის გამოსწორებაში. იმიტომ რომ ყველა კანდიდატი ჩემს თვალში არის რუსეთისკენ მომზირალი პოლიტიკოსი.
ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გია კობიძე ამბობს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ობიექტურობა ბევრად უფრო დაცული იქნება.
გია კობიძე: უფრო დიდი შანსია იმიტომ, რომ უკვე ნაციონალურ მოძრაობას ხელ-ფეხი შეკრული აქვს და ძალა გამოცლილი აქვს. ისევ აჯანყდება ხალხი, და ისევ აბუნტდება და ისევ მოინახება ახალი ივანიშვილი პეტრიაშვილი და ასე შემდეგ.
დღემდე დიდ პრობლემად რჩება ნიუ იორკში მცხოვრები ქართული ემიგრაციის საკონსულო აღრიცხვის და საარჩევნო სიებში დარეგისტრირების საკითხი. არაოფიციალური ინფორმაციით მათი რაოდენობა 80 ათასზე მეტია, თუმცა ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოში მხოლოდ 3556 ადამიანია აღრიცხული. საკონსულოს აღრიცხვაზე აყვანის ვადა 6 ოქტომბრამდე აქვს. ემიგრანტ ამომრჩევლებს საკუთარი თავის გადამოწმება არიან თუ არა საარჩევნო სიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებსაც აქვთ. ამისათვის მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან სპეციალური ანკეტა უნდა ამობეჭდონ, შეავსონ და ორ ფოტოსურათთან ერთად ნიო-იორკში მდებარე საქართველოს საკონსულოს მისამართზე გააგზავნონ. საქართველოს კონსული ნიუ იორკში ამ დეტალებზე ამერიკის ხმას ესაუბრა.
დიანა ჟღენტი: თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება გინდა ან საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იდგე, ან რეგისტრაციაში გაგატაროს საარჩევნო კომისიამ. საარჩევნო კომისიას როდესაც რეგისტრაციის ვადა აქვს, ანუ შეუძლია ამის გაკეთება, ვადა ძალიან მოკლე აქვს. ანუ ხუთი დღე არის შექმნიდან არის ეს ვადა. შესაბამისად, უფრო დიდი საშუალება არის რომ საკონსულო აღრიცხვით მოხვდნენ საარჩევნო სიაში. ყველას ვთხოვ რომ უბრალოდ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები , რომ არ იყოს ამაზე გაუგებრობა ან დარეკონ საკონსულოში.
თუმცა ნიუ იორკში მცხოვრები ქართული ემიგრაციის ნაწილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს არ გამოხატავს. ანუკა ბოჭორიშვილი ნიუ იორკში უკვე თერთმეტი წელია ცხოვრობს და საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
ანუკა ბოჭორიშვილი: ქვეყანამ რომელმაც დაკარგა სტრატეგია, არაფერს არ აწარმოებს, ჩამოკიდებულია სხვა ქვეყანაზე, სხვა ქვეყნის იმედი აქვს - არ ვიცი ასეთი ქვეყნის მომავალი როგორი იქნება საერთოდ. რასაც მე ვხედავ ბოლო პერიოდში საქართველოში, საქართველო მხოლოდ უნდათ საკუთარი ასე ვთქვათ, ჯიბეების გავსებისათვის. ხალხი გათანგული, გაუღიმარი სახეებით. შარშან ჩასული რომ ვიყავი გამაკვირვა იმან, თუ მასა როგორი დატანჯული სახეებით დადის. მეორე ნაწილი, რომელსაც საკმაოდ დიდი ფული აქვს არ იკლებს ღამის რესტორანს, ბარს და ასე შემდეგ. ანუ გადანაწილება სოციალური ფენის არის ძალიან ცუდი.
საქართველოს გენერალური კონსული ნიუ იორკში დიანა ჟღენტი ემიგრანტებს უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდებს. მათი საკონსულო აღრიცხვა არა მხოლოდ საარჩევნო დღისთვის არის მნიშვნელოვანი. გენერალურ საკონსულოს სურს რომ ჰქონდეს საკუთარი მონაცემთა ბაზა ამერიკაში მცხოვრები ქართველების შესახებ, რათა საკონსულოს თანამშრომლებმა ფორსმაჟორულ სიტუაციებში მათთან დაკავშირება შეძლონ.