საქართველოს ეკონომიკა 16,6%-ით შემცირდა

7

2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16,6%-ით შემცირდა, წლის პირველი ოთხი თვეს შემდეგ, ჯამურად, ქვეყნის ეკონომიკა კი 3,6%-ით არის შემცირებული - ეს მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, კლებაა უკლებლივ ყველა სექტორში, სამთო-მოპოვებითი სექტორის გარდა. კლება გაგრძელდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც. მან აპრილში 681 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 233 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გააჩერა სამშენებლო სექტორი, ვაჭრობა და დამამუშავებელი მრეწველობა

სერვერის შეცდომა

Oops, as you can see, this is not what we wanted to show you! This URL has been sent to our support web team to the can look into it immediately. Our apologies.

Please use Search above to see if you can find it elsewhere


„მშენებლობის სექტორში ყველაზე დიდი კლების ტენდენცია გამოვლინდა, რაც დაკავშირებული იყო, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი მშენებლობების, ისე სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამუშაოების შემცირებასთან. ასევე, 34%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი. 65%-ით შემცირდა ცემენტის იმპორტი. ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით და მისი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან. 87%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. 27%-ით შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი“- აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის წლის აპრილთან შედარებით, თითქმის 33%-ით დაიკლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ. 93%-ით პროცენტით შემცირდა ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვი და მხოლოდ 307 შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართ გაკეთებული ბოლო პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება.

შედარებისთვის, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ მინუს 2,7 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი მხოლოდ 1,5 პროცენტი იყო.