ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორმა ქართველმა კადეტმა დაამთავრა. ალექსანდრე წერეთელი და კონსტანტინე ყიფიანი აკადემიის 240 კურსდამთავრებულთა შორის არიან. მათ დიპლომებს ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი გადასცემს.
Your browser doesn’t support HTML5
ორმა ქართველმა კადეტმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემია დაამთავრა
დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრება.
აკადემიაში მისვლიდან მალევე მინისტრმა პატივი მიაგო და თაიგულით შეამკო ორი ქართველი კადეტის მემორიალი. ბესარიონ გორჯოლაძე და იოსებ მაკარიძე 2015 წელს ნიუ-ჯერსიში ავტო ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპნენ.
Your browser doesn’t support HTML5
ლევან იზორიამ დაღუპული კადეტების ხსოვნას პატივი მიაგო
სანაპირო დაცვის აკადემია, რომელიც კონექტიკუტის შტატში მდებარეობს, ამერიკის ოთხ სამხედრო აკადემიას შორის ერთ-ერთია.