მაია ფანჯიკიძე აშშ-ში ვიზიტს იწყებს

შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალთა საკითხებში - მელანი ვერვერთან
დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ სამუშაო ვიზიტს იწყებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე. ქართველი მინისტრის პირველი შეხვედრა, 29 ნოემბერს, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შედგება.

სავარაუდოდ, შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალთა საკითხებში მელანი ვერვერთან, ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელებთან და თეთრ სახლში, პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველთან ევროპულ საკითხებში ელიზაბეტ შერვუდ რენდალთან.

მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მხოლოდ ქალაქ ვაშინგტონს მოიცავს, 30 ნოემბერს დასრულდება.