ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, რომ განხილვის ერთერთი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეიონებში მიმდინარე ბორდერიზაციის საკითხი იყო.
ვაშინგტონი —
ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ეგიდით გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მომუშავე ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც ამერიკული მხარიდან სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე გრეგ კაუსნერი და თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე ეველინ ფარკასი, ხოლო ქართული მხრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდნენ.
განხილული იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი.
მთავარი თემები იყო საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი, ევროატლანტიკური მისწრაფებები, უსაფრთხოების მდგომარეობა საქართველოსა და რეგიონში და 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.
ამერიკულმა მხარემ, დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ბორდერიზაციის საკითხით გამოწვეულ პრობლემებზე. ამასთან, ამერიკელმა კოლეგებმა ხაზი გაუსვეს, რომ სრულიად აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზეც, რომელსაც, ქართული მხარის განცხადებით, დადებითად აფასებენ ამერიკელი სპეციალისტები.
გრეგ კაუსნერმა დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. აქვე, მოხდა ვილნიუსის ევროკავშირის სამიტის შედეგების გაანალიზებაც და მომავალი ეტაპების შეფასება.
ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგებს და მთლიანად საქართველოს ავღანეთში "აისაფის" მისიაში გაწეული წვლილისთვის და ასევე, საქართველოს მთავრობას-გამოთქმული შეთავაზების გამო ავღანეთში გააგრძელოს სამსახური 2014 წლის შემდეგ.
Your browser doesn’t support HTML5