საპარლამენტო დელეგაცია შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს კალიფორნიის შტატში შეხვდა
ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს დელეგაციის ერთი ნაწილი კალიფორნიის შტატში გაემგზავრა. 22 ივლისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი და არჩილ გეგეშიძე, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, დოქტორ კონდოლიზა რაისს შეხვდნენ. ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორია.
შეხვედრაზე ისაუბრეს შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის არსებულ ტრადიციულ ურთიერთობებზე და სამომავლო განვითარების გეგმებზე. დელეგაციამ რაისს ამერიკასთან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხში არსებული სტრატეგიული ხედვა გააცნო. შეხვედრაზე ასევე იყო საუბარი საქართველოს წინაშე არსებულ საერთაშორისო გამოწვევებზე, მათ შორის, შეეხნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. აღნიშნა რა, რომ ის იყო და იქნება საქართველოს ერთგული მეგობარი, კონდოლლიზა რაისმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა და მრავალმხრივი დახმარება აღუთქვა, მათ შორის, ვაშინგტონის სამთავრობო სტრუქტურებში უკეთ გასარკვევად, საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაც შესთავაზა.