საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი გრძელდება

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან კვლევით ორგანიზაცია “ატლანტიკურ საბჭო”-ში სიტყვით გამოვა
გუშინ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშინგტონში კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრები გამართა. ვაშინგტონქართველი პრემიერი სენატორებს კარლ ლევინს, როი ბლანტს, დიკ დურბინს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შევდა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში პირველი მშვიდობიანი და ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარების წარმატებით დასრულება მიულოცეს.

მათ მოუწოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის განმტკიცების და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის, საქართველოს ყველა ლიდერთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ერთერთ წამყვან კვლევით ორგანიზაცია “ატლანტიკური საბჭო”-ში სიტყვით გამოვა. იგი ასევე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს ექსპერტს დეიმონ ვილსონს. ქართველ პრემიერს სიტყვის წარმოთქმამდე ამერიკელი სენატორი ქრისტოფერ მერფი წარადგენს.