საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველ ფაქტს და მიმდინარე სასამართლო რეფორმებს, თუმცა ექსპრემიერის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
დღეს სტამბოლში ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა. 22-ე პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციებში ყურადღება საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებსაც ეთმობა.
რეზოლუცია „ჰელსინკი +40“-ის მესამე თავი, სახელწოდებით „დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ“, 152-ე პუნქტში მიესალმება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ძალაუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას, „ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან“. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იქვე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავების გამო. 111-ე პუნქტში ეუთო ასევე მიესალმება საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმებს და ახლახან მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც „უზრუნველყოფს უკეთეს ბალანსს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას აძლიერებს“.
იმავე რეზოლუციის პირველ თავში, სახელწოდებით „პოლიტიკური საკითხები და უსაფრთხოება“, 33-ე პუნქტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თავმჯდომარეებს და მონაწილე მხარეებს კავკასიის და მოლდოვას რეგიონებში კონფლიქტების გადაჭრის უფრო ეფექტური სამშვიდობო გზების ძებნისკენ მიმართული მცდელობის გაორმაგებას სთხოვს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს მხარეებს „უზრუნველყონ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი და შეთანხმდნენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე“.