ნიუ იორკში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს მართავს

ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მომავალი შეხვედრების შესახებ ისაუბრა
საქართველოს დელეგაცია ნიუ იორკში იმყოფება, სადაც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გამოდის. ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მომავალი შეხვედრების შესახებ ისაუბრა .მან განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს 5 სხვადასხვა პანელზე გამოსვლა და ყველა მათგანზე საქართველოს ეგრეთწოდებულ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის და თხრილების გათხრის თემაზე ისაუბრებს.

Your browser doesn’t support HTML5

მაია ფანჯიკიძის კომანტარი




დიცში სადემარკაციო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემაც. მისი განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებას ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული და ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

Your browser doesn’t support HTML5

კახა იმნაძის კომენტარი