დაძაბულობა საზოგადოებრივ მაუწყებელში

სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი გაათავისუფლა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ბარათაშივილი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. დირექტორის მოვალეობას თამაზ ტყემეალაძე შეასრულებს. ეს განცხადება დღეს საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ბარათაშვილის გათავისუფლების მიზეზად ფინანსური საკითხები სახელდება, კერძოკ კი ის, რომ გადაცემების აღწერილობას არ ახლდა ფინანსური დასაბუთება.
გოგუაძის ინფორმაციით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 10 დღის ვადაში გამოცხადდება.