ცხინვალიც აგვისტოს ომს იძიებს

GEORGIA-RUSSIA 4 YEARS AFTER THE WAR

სამხერეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაცია 2008 წლის აგვისტოში ქართული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე საუბრობს
2008 წლის აგვისტოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ, სამხერეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაცია აკეთებს განცხადებას გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად ისინი აპირებენ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას 2008 წლის აგვისტოში ქართული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიზნით. განცხადებაში, რომელსაც დე–ფაქტო ადმინისტრაცია აქვეყნებს, ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფაქტებზე, რაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მკვლელობებსა და უგზო–უკვლოდ დაკარგვის შემთხვევებს ეხება 2008 წელს. სააგენტო რესს ამის თაობაზე ჩრდილო ოსეთის გენერალურმა პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა მიაწოდა ინფორმაცია. მისი სიტყვებით, მიმდინარე კვირას პროკურატურის მიერ შესწავლილ იქნა სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს თავდასხმის თაობაზე სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის აგვისტოში, ასევე იმ დანაშაულების შესახებ, რომელბიც ჩაიდინეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა. ესაა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და დაჭრის შემთხვევები აგრესიის დროს, ასევე უდიდესი მატერიალური ზიანი, რაც ჩვენს რესპუბლიკას მიადგა. მათ შორისაა კერძო სექტორისთვის მიყენებული ზარალი, დაიწვა რამდენიმე ასეული კერძო სახლი, რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კორპუსი კი დაინგრა,“– განაცხადა ჩიგოევმა. მისივე განცხადებით, საქმის მასალების შესწავლისას მისი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ გარკვეული ფაქტებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ თვეებში, არ დაეთმო ჯეროვანი ყურადღება და არ მოჰყვა მათ შესაბამისი რეაგირება სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავების მხრიდან. ნაწილობრივ, ეს ეხება უგზო–უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებს. ჩიგოევისავე განცხადებით, აღძრულია ორი სისხლის სამართლის საქმე უგზო–უკვლოდ გაუჩინარებულთა თაობაზე. ერთი ეხება მოქალაქე კაბისოვს, რომელიც სოფელ ტბეთში დააკავეს, მეორე კი 2008 წლის 19 ოქტომბერს სამი სამხრეთოსეთელი მოქალაქის, ხუგაევის, ხაჩიროვისა და პლიევას გაუჩინარებას ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუადან ამიტომაც ჩვენ აღვძარით საქმე 105 მუხლის თანახმად, რაც მკვლელობას ითვალისწინებს, ვვარაუდობთ რა, რომ თუ უგზო–უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანი არ გამოჩნდება ნახევარი წლის მანძილზე, ითვლება უმეტეს წილად მოკლულად. გარდა ამისა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კიდევ სამი მოქალაქის გაუჩინარების ფაქტის თაობაზე, ესე არიან გაგლოევა და თედეევა და ასევე იკაევზე, რომელიც ქართველმა სამხედროებმა მოიტაცეს 2008 წლის 8 აგვისტოს, რის შემდეგაც მისი კვალი გამქრალია. ჩიგოევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის საგამოძიებო სტურუქტურების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, იკაევი ორი კვირის მანძილზე დაკავებული ჰყავდათ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თბილისთან ახლოს, შემდეგ კი იგი სხვა ტყვეებთან ერთად წამოიყვანეს სამხეთ ოსეთის მიმართულებით, რათა გადაეცვალათ ქართველებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთში იყვნენ დაკავებულნი. გორთან არ მისულებმა, დაახლოებით, სოფელ იგოეთთან, ის გადმოსვეს ავტობუსიდან, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის იქნა მოკლული. გაგლოევი კი აღმოჩნდა დაჭრილი ცხინვალის მეთორმეტე სკოლასთან და აყვანილი ქარველი სამხედროების მიერ. ანალოგიური მოხდა სხვა ჩვენი მოქალაქის, თედეევის მიმართ. სამივე შემთხვევაზე ჩვენ აღვძარით სისხლის სამართლის საქმე,“– აცხადებს ჩიგოევი. შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებას სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაცია აქვეყნებს. http://cominf.org/node/1166497703
ქართულმა მედიამ ზემოთმოყვანილი სიახლე სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციიდან, რომელის პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ომის დანაშაულების გამოძიებას ეხებოდა, ერთმანეთს დაუკავშირდა. დღეს მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ომის დანაშაულის გამოძიება ქვეყნის ვალდებულებაა და რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განცხადების ტექსტი ვინმესთან წინასწარ იქნა შეთანხმებული. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, თუ რატომ ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომ გამოსაძიებელია 2008 წლის პერიოდი. სხვამ რა გამოძიება დაიწყო, ჩემთვის უცნობია, რას ეყრდნობიან ისინი, ასევე უცნობია, ჩვენ არავისთან შეთანხმებით არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია. ესაა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და დასაბუთებული აბსოლუტურად დეტალურად ყველა იმ პირის მიერ, რომელსაც ეს გამოძიება ეხება. ამიტომ სხვის დაწყებულ გამოძიებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“– განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რეზერვის ვიცე–პოლკოვნისი და ომის ვეტერანი ხვიჩა წულაია, რომელთან ინტერივუც ამერიკის ხმამ რამდენიმე დღის წინ ჩაწერა, გამოთქვამს მოსაზრებას ომის დანაშაულის თაობაზე კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ. მისი თქმით, ომის შემდგომ იმუშავა სამმა კომისიამ, ესენია ტალიავინისა და საპარლამენტო კომისია, აგრეთვე ნატოს ევროპული სარდლობის კომისია, რომლის მიერ შედგენილ დასკვნას რეზერვის ვიცე–პოლკოვნიკი ყველაზე ობიექტურად მიიჩნევს, თუმცა მასზე ხელმისაწვდომობა ახლა უკვე პრობლემას წარმოადგენს. ხვიჩა წულაია ამბობს: „ჩვენთვის ნობილია, იმუშავა სამმა კომისიამ აგვისტოს ომის საკითხზე და სამივე დადო თავისი დასკვნა. ერთია ტალიავინის კომისია, მათ ევროპელი ექსპერტების შემადგენლობით დიდი ხანი იმუშავეს. კომისიას მოცემულობა ჰქონდა აღებული მხარეებისგან: საქართველოსგან და რუსეთისგან. ორივე ქვეყანა ცდილობდა მისთვის არასასურველი და არასასარგებლო ფაქტების მიჩქმალვას და გადაკეთებას. მიუხედავად ამისა, კომისიის დასკვნა მეტ–ნაკლებად გაწონასწორებულია და რეალურად იძლევა პასუხს იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, რა იყო ომის წინაპირობა, როგორ მიმდინარეობდა და როგორ დასრულდა ის. მეორე კომისია საქართველოში, ეს გახლდათ დავითაიას საპარლამენტო კომისია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს გახლდათ დიდი თეატრალური დადგმა, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში და მესამე კომისია, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი, ესაა ნატოს სარდლობის მიერ გამოგზავნილი ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა ტაქტიკურ–ოპერატიულ დონეზე ქართული შეიარაღებული ძალების მოქმედებებში დაშვებული შეცდომები და წარმატებები. ამ კომისიის დასკვნა თავდაპირველად გამოქვეყნდა, შემდეგ კი გაქრა, ალბათ გაასაიდუმლოეს და არ მიგვიწვდება ხელი. თუმცა იქ, ტაქტიკურ–ოპერატიულ დონეზე რეალური დასკვნა იყო გაკეთებული და რეალურად იყო შეფასებული ქართული შეიარაღებული ძალების მოქმედებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომისიას, თუ, ის მართლაც შეიქმნა და იმას, თუ ვინ იქნება მის შემადგენლობაში. კომისია უნდა იყოს პოლიტიკურად არაანგაჟირებული და დაკომპლექტებული ექსპერტებით, რომლებსაც ექნებათ მყარი ექსპერტული ცოდნა სამხედრო და სამხედრო–პოლიტიკურ საკითხებში როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიული და ტაქტიკურ დონეებზე. ამ კომისიის კომპეტენციის ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი და არ უნდა ბადებდეს ეჭვს რომელიმე მხარისთვის. მხოლოდ ასეთი დასკვნის შემდგომ უნდა მიიღოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იურიდიულ–სამართლებრივი დევნისა, პასუხისმგებლობისა და აღნიშნული კომისიის მიერ შეიარაღებულ ძალებში ნაპოვნი ხარვეზების გამოსწორების.“
2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხი ქართული საზოგადოებისთვის კვლავაც აქტუალურია.