„ქართულ-ოსური ურთიერთობები: გამოსავლის ძიებაში“

Your browser doesn’t support HTML5

„ქართულ-ოსური ურთიერთობები: გამოსავლის ძიებაში“ - ასეთი სახელწოდებით გაიმართა დისკუსია გორში, გორის საინფორმაციო ცენტრის ოფისში. ქართულ-ოსური ურთიერთობების გათიშვას რომ რუსეთი დღეს ხელოვნურად ცდილობს, შიდა ქართლში ბავშვისთვისაც ცნობილია. შერეული ოჯახები ამ რეგიონში, მით უმეტეს, ეგრეთ წოდებულ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე დევნილებს შორის მრავლადაა.