ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. ვიზიტი საქართველოში 19 ივლისს არის დაგეგმილი. შარლ მიშელის მედიატორობით 19 აპრილს საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას მიაღწია.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს 5 ივლისთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
"5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ: კამერების კორიდორი და ტაში - ტვ პირველის ოპერატორი დაკრძალესამ ფონზე, საქართველოს მთავრობას, 5 ივლისის და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით წერილით, ევროკავშირის 25 ქვეყნის ელჩმა მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ მომხდარმა ძალადობამ, "ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს".
"ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა", - აცხადებენ ელჩები.
ისინი საქართველოს მთავრობას ძალადობის ფაქტების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
„ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით“, - ნათქვამია წერილში.
ასევე ნახეთ: დიპლომატები ლაშქარავას გარდაცვალებაზე- ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენსაქართველოში ევროკავშირის ელჩებმა, საკუთარ წერილში, ასევე აღნიშნეს, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტიც და განაცხადეს, რომ ეს საგანგაშოა.
„ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის", - აცხადებენ ისინი.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: გვაქვს ინსტრუმენტები მოძალადეების დასასჯელად5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რადიკალური ჯგუფები თბილისის ქუჩებში აქტივისტებს ეძებდნენ და დაარბიეს ორგანიზაციების „თბილისი პრაიდი“ და "სირცხვილიას" ოფისები. ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა, რომელსასც 20-მდე ადამიანი დაესხა თავს 5 ივლისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებებისას, მომხდარიდან 5 დღეს გარდაიცვალა.