დღეს დედაენის ბაღში ორი აქცია იმართება
დღეს დედაენის ბაღში ორი აქცია იმართება. ერთის გამართვის მოტივს წარმოადგენს პროტესტის გამოხატვა თეოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ, მეორე აქცია კი შთაგონებულია პირველი აქციით. მეორე აქციის ორგანიზატორი „ეროვნული ფრონტია“. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ვალდებულნი არიან დაუპირისპირდნენ თოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რომელსაც ისინი მიიჩნევენ 17 მაისს გამართულ ანტიჰომოფობიური აქციის ერთგვარ გაგრძელებად. „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ლგბტ პროპაგანდას საქართველოში, ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს საგანგებო კანონმდებლობა ასეთი სახის პროპაგანდის წინააღმდეგ.
საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დღეს, უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მოუწია საუბარი იმის შესახებ, რომ 17 მაისის მოვლენები დასაგმობია და რომ შსს მზადაა უზრუვნელყოს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება. „აზრისა და პოზიციის გამოთქმა ნორმალურია, მაგრამ არ შეიძლება აზრი გამოიხატოს ისე, როგორც ეს 17 მაისს მოხდა. არ შეიძლება უმრავლესობამ იძალადოს უმცირესობის აზრზე. ხელისუფლება ვალდებულია აღკვეთოს და საშუალება მისცეს უმცირესობას ნებისმიერი აზრის გამოტანის. ვფიქრობ, დასკვნებს გავაკეთებთ დახელისუფლება მომავალში უკეთ იქნება მომზადებული. მე ეჭვს გამოვთქვამდი და ახლაც გამოვთქვამ, რომ შესაძლებლობა იმისა, რომ მიტინგი დამთავრებულიყო უფრო მშვიდობიანად, შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ შსს-საც აქვს ეჭვი იმის თაობაზე, რომ აქცია გარედან იყო მართული და ანგაჟირებული. ძირითადი პრევენცია გახლავთ ის, რომ სამართალდამცავები ყველას მოსთხოვენ ადექვატურ პასუხს, ვინც დაარღვია და გადააჭარბა კანონს. ვინც ძალადობას და აგრესიას მოუწოდებდა. მე ამავდროულად, შევახსენე, რომ აბსოლუტურად რეალური პოზიცია დაიჭირა საპატრიარქომ და კარგი განცხადებები გააკეთა მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმაც, რომ ეკლესიაც აცნობიერებს და საპატრიარქოც, რომ ზოგიერთმა ეკლესიის მსახურმა გადააჭარბა კანონს და მათ პასუხი უნდა აგონ და ეკლესიაც აპირებს, მე მგონი, რომ შესატყვისად დასაჯოს საეკლესიო პირები, ვინც აგრესიას და ძალადობას მოუწოდებდა და ეს არა ქრისტიანული, ეს არა არის ჩვენი რელიგია. ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი, უწყვეტი კულტურა, ტოლერანტობა, სემგუებლობა,პატიება ჩვენ გენებშია და ეს არაა უცხო ხილი. შედარებით ახალია და სიახლეა ჩვენთვის სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებული თემები, მაგრამ ჩვენ, ისტორიულად არ ვართ აგრესიული ერი,“- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
სანდრო ლომინაშვილმა, რომელიც თეოკრატიის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მათ მიერ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ გამოდიან, უბრალოდ, არ იციან რას ნიშნავს თეოკრატია. „ჩემთვის გაუგებარია, ამ ადამიანებისთვის ცნობილია თუ არა რას ნიშნავს სიტყვა თეოკრატია. მე შეგახსენებთ, რომ სიტყვა თეოკრატია ნიშნავს მმართველობის ისეთ ფორმას, როდესაც ქვეყანას მართავენ სასულიერო პირები და რელიგიური ორგანიზაციები. მმართველობის ასეთ ფორმას საპატრიარქოც არ ემხრობა. ჩემთვის გაუგებარია, რა აქვთ ამის საწინააღმდეგო იმ აქციის მონაწილეებს და რატომ სურთ ჩაშალონ აქცია. შსს გაფრთხილებულია აქციის შესახებ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შსს უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების, გამოხატვის თავისუფლების დაცვას“,- ამბობს სანდრო ლომინაშვილი.
ევგენი მიქელაძე, „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენელი ამბობს: „ჩვენ ვაპირებთ, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით შევიკრიბოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი საკუთარი პოზიცია. უბრალოდ ჩვენი აქციის მოთხოვნაა აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა საქართველოში. ვერც ქართული საზოგადოება და ვერც ჩვენ ვერ შევეგუებით გარყვნილების, უზნეობის პროპაგანდა-აგიტაციას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით არა არამიანებს, არამედ ცოდვას და ავადმყოფობის დამკვიდრების მცდელობებს.“
დღეს რამდენიმე მედია საშუალებამ თეოკრატიული მმართველობის საწინააღმდეგოდ მიამრთული აქცია ცალსახად გააიგივა ლგბტ ჯგუფის მიერ მომზადებულ პროტესტთან. მოგვიანებით, მედია საშუალებებმა მოიხადეს ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო. აი, რას ამბობენ დედაენის ბაღში მყოფი მოქალაქეები. „მაინცდამაინც აირჩიეს ქართველებისთვის წმინდა ადგილი. წავიდნენ ბატონო ბუდა-ბართან და იქ ჩაატარონ აქცია. მაინცდამაინც ეს სიწმინდეები უნდა შეურაცხყონ?
„რაც ქართულ ზნეობას და ქართულ მენტალობას არ შეეფერება, ის რატომ უნდა ჩაატარონ დედა ენის ძეგლთან? დედა ენა ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვისაა და ჩვენ უფლება გვაქვს თავისუფლად მოვიდეთ და ბედნიერად ვიყოთ აქ.
„სუფთა სისხლის ქართველი ვარ მე და ჩემი მეგობრები ყველა. ერი დადგება ფეხზე. ან მიიღონ ზომები და არ შემოუშვან აქ, ან ჩვენ ვიცით მერე, რასაც ვიზამთ. ქართველები ვართ, არც ციმბირის გვეშინია, არც არაფერი. მამა-პაპის შეფურთხების უფლებას არავის მივცემ მე.“
საღამოს ექვსი საათისთვის დედაენის ბაღში პოლიციის კორდონი იყო ორგანიზებული. ამ დროისთვის გახლდათ დაგეგმილი სწორედ „ეროვნული ფრონტის“ აქცია. რაც შეეხება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ პროტესტს სახელწოდებით „ არა თოკრატიას“, ეს ანონსის მიხედვით, ერთი საათით გვიან, შვიდ საათზე დაიწყო. ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დედაენის ბაღში იმყოფება შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
ნინო დალაქიშვილი