საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

განცხადება მედიისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

"18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საზღვრის ჩაკეტვა არ გულისხმობს ქვეყანის საკარანტინო ზონად გამოცხადებას. საქართველოს მთავრობას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

საქართველოში კორონავირუსი ოფიციალურად 33 ადამიანს დაუდასტურდა, ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში რჩება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 64 ადამიანი.