პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე და 80-ი წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიების ლიდერები სტუმრობენ
მსოფლიოს მართლმადიდებლები ილია მეორეს იუბილეს ულოცავენ
იერუსალიმის,სერბეთის, უკრაინას, პოლონეთის, რუსეთის, ალბანეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის მართმადიდებლური ეკლესიების ლიდერები, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე და 80-ი წლისთავისადმი იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს სტუმრობენ.
პატრიარქმა ილია მეორემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა .”
მოგეხსენებათ, 35 წელი იყო მეტად რთული და იყო მეტად ძნელად გადასაწყვეყი მრავალი პრობლემა”, აღნიშნა ოლია მეორემ. კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და სტუმრებმა დღეს მონაწილეობა მიიღეს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში. უნივერსიტეტის რექტორი,პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ამბობს:
” გაიმართა დიდი საერთაშორისო კონფერენცია, მოხსენებებით გამოვიდნენ მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიოს პატრიარქი ბართლომეოს პირველი, სერბეთის, ჩეხეთის ეკლესიის მეთაურები, ასევე ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, ქართველი მეცნიერები, რომელთაც ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, პრობლემებზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლზე მართლმადიდებებლ სამყაროში”.
წმ.ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ სართანია აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს წინსვლისათვის ძალიან ბევრი გააკეთა:
” უსაყვარლესი პატრიარქი გვყავს ქართველებს, ბრძენი, გამორჩეული, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი იგი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო იმ სადარაჯოზე, რომელიც საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. რწმენა გაძლიერდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე ახლა უნივერსიტეტს წარმოვადგენ და შემიძლია ვთქვა, აქ ძალიან ბევრია იმედისმომცემი ახალგაზრდა, რომელიც რწმენაშიც გაძლიერებულია და მართლმადიდებლური, ქრისტიანული ცხოვრების წესით ცხოვრობს. თავად ეს უნივერსიტეტი პატრიარქის დაარსებულია”.
როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს სტუმრობენ ასევე სერბეთისა და ალბანეთის ეკლესიის პირველი პირები. საქართველოს პატრიარქიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი გერასიმე ამბობს:
” ეკლესიათა შორის არ არსებობს საზღვრები. ეკლესიები არიან ყოველთვის მაგალითის მიმცემები სახელმწიფოს მეთაურებისათვის, ხალხისთვის, თუ როგორი ურთიერთობები უნდა ვიქონიოთ ჩვენ ერთმანეთთან. როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით არ არსებობს არანაირი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის. მხოლოდ და მხოლოდ არის ეკლესიური ურთიერთობები, რომელიც მაგალითს აძლევენ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძებოთ და გამოვნახოთ საშუალება, გზები, ურთიერთობის აღდგენისათვის.
საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ჩამობრძანდნენ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი პირველი და ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, რათა მიულოცონ ჩვენ პატრიარქს ეს საიუბილეო თარიღი.ეს თარიღი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის აღსანიშნავი. ეს თარიღი არის მსოფლიოს მართლამდიდებლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის სიხარულის გაზიარება.
რუსეთის პატრიარქი არ ჩამობრძანდა. ჩამობრძანდება ხვალ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი ილარიონი.
”ამერიკის ხმა” - რუსეთის საპატრიარქო ცნობს საქართველოს 20 წლის წინანდელ საზღვრებს..
მიტროპოლიტი გერასიმე:- ამას ცნობს არა მხოლოდ რუსეთის ეკლესია, არამედ ცნობს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლური ეკლესია. ცნობენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს საქართველოს იურისდიქციაში. ამას ადასტურებს ნებისმიერი ეკლესიის მეთაური, წმინდა სინოდის წევრები და მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესია”.
საიუბილეო თარიღები კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა, მილოცვაში ნათქვამია, რომ რუსეთი ღრმად აფასებს რუსეთთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თბილ ურთიერთობებს. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ შვიდკოიმ თქვა:
”Я приехал сюда с определенной миссией”... მიხეილ შვიდკოის თქმით იგი თბილისში მისიით ,პრეზიდენტ პუტინის დამავალებით ჩამოვიდა, რათა გადმოეცა ყველა ის თბილი სიტყვა, რომელიც პრეზიდენტს სურდა ეთქვა უწმინდესისთვის იუბილესთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით პოლიტიკური საკითხების განხილვა რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს, გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს აქვთ დავალებული, ” ვფიქრობ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ ეკონომიკური, ჰუმანიტარული საკითხების განვითარება შესაძლებელია”, - აღნიშნა პრეზიდენტ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მართლმადიდებლური ეკლესიების ლიდერებს უმასპინძლეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში.
13 იანვარს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში უწმინდესი უმაღლესი რანგის სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. სტუმრები თბილისს 14 იანვარს დატოვებენ.