ევრო 2020: საფეხბურთო საქართველოს სანუკვარ ოცნებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას ერთი ნაბიჯი აშორებს. თორნიკე ოქრიაშვილის ზუსტად შესრულებული 11 მეტრიანის წყალობით ქართველებმა პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსს 1-0 სძლიეს და ისტორიულ ფინალში, 12 ნოემბერს, თბილისში, ჩრდილოთ მაკედონიას შეხვდებიან