აკადემიის საპატიო აკადემიკოსებად აირჩიეს მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი და მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსების წევრებად აირჩიეს მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი სერგეი მირონოვი.
სხდომას მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრო, რომელმაც გაიხსენა, როცა მრავალი წლის წინ ერთ-ერთ ტაძარში მსახურობდა,როგორ დადიოდა იმ ტაძარში ჭაბუა ამირეჯიბის დედა და ლოცულობდა შვილზე, რომელიც მაშინ სასჯელს იხდიდა
”მას მოჰქონდა სია თავისი ნათესავებისა , პირველი ეწერა მზეჭაბუკი, რომელიც იმ დროს იყო ციხეში. ჭაბუა ამირეჯიბი არის ეტალონი თავდადებული ადამიანის, სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანის, ბევრი რამ გაუკეთებია კეთილი და აკეთებს დღესაც. მე მინდა ვთქვა, რომ იგი არის მართლაც მისაბაძი პიროვნება, იმდენად მაღალია მისი სულიერი ინტელექტი, რომ მან მოითხოვა ბერობა. მას ეწოდა ბერი დავითი. მე დიდი სიყვარულით ვუჭერ მხარს მის არჩევას.
მერაბ ბერძენიშვილი დიდი მოქანდაკეა, დიდი პიროვნება, ცნობილი პიროვნებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნამდვილად ღირსია ამ მაღალი წოდების.
და მესამე - სერგეი მირონოვი. მე პირადად ვიცნობ მას ძალიან ახლოს, მას ჰყავს ქართველი მეღლე - ჯულია ხოფერია, ჰყავს რძალი, შვილის ცოლი ასევე ქართველი. იგი მეტად მოსიყვარულეა საქართველოსი, ჩვენი კულტურის. ბევრად ეხმარება გაჭირვებულ ხალხს, მათ შორის ქართველებს.
ღმერთმა კიდევ ერთხელ დაგლოცოთ თქვენ და საქართველო! ამინ!”.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი ლადო პაპავა ამბობს, რომ საქართველოს ეროვნულ აკადემიაში უცხოელი ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეებს ირჩევენ, ვინც დაკავშირებულია ქართულ მეცნიერებასთან:
” რა თქმა უნდა, ეს დიდი მოვლენაა, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის, ბერი დავითის დამსახურებას არა მარტო ქართული მწერლობის თვალსაზრისით, არამედ საერთოდ საქართველოს წინაშე. როგორც გამორჩეული მოქალაქის. ვფიქრობ, აკადემიას უფრო ადრე უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება.მაგრამ, როგორც იტყვიან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი ძალიან ცნობილი პიროვნებაა, დიდი ხელოვანი. ასე რომ, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
უცხოელ წევრთა რიცხვს შეემატა სერგეი მირონოვი, ექიმი, რომელსაც აქვს საკმაოდ ძლიერი კავშირები ქართველ ექიმებთან. ჩვენ აკადემიაში როცა უცხოელი ქვეყნის მეცნიერს ვირჩევთ, ის უნდა იყოს მეცნიერი, რომელიც რაღაცით უნდა იყოს დაკავშირებული ჩვენ ქვეყანასთან, ჩვენი ქვეყნის მეცნიერებთან. ასე რომ, ერთ-ერთი ღირსეული პიროვნებაა არჩეული ამ შემთხვევაში”.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე ამბობს, რომ ყველა გამოჩენილი მეცნიერი, ვინც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაამშვენებს, სრულიად საქართველოს დამშვენება იქნება:
”ძლიერ მოხარული ვარ, რომ აკადემია მდიდრდება ღირსეული მოღვაწეებით. მე რომ ჯერ კიდევ ყმაწვილი ვიყავი, მაშინ აკადემიის წევრები იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია, გოგლა ლეონიძე..
- იყვნენ აკადემიის საპატიო წევრები?
- არა, აკადემიის ნამდვილი წევრები იყვნენ. საპატიო წევრი სხვა არის.. კონსტანტინე განყოფილების გამგეც იყო.. დღეს რატომღაც ასე დადგა საკითხი, რომ მხოლოდ საპატიო წევრობა უფრო პატივსაცემია, მაგრამ საპატიო წევრს ხელფასი არ აქვს, თანხას არ უხდიან.
მერაბ ბერძენიშვილი ძალიან დიდი მოქანდაქეა, რომელმაც ქვაში გააცოცხლა ქართული ისტორია, საქართველოს ისტორია, ქვა აამეტყველა.
ჭაბუამ თავისი რომანით ”დათა თუთაშხიათი” გაიტანა ქართველი ერის სახელი არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ კავშირის საზღვრებს მიღმა. გმირი შექმნა ისეთი, რომელსაც ბაძავენ. გარდა ამისა ჭაბუა არის ბერი დავითი, რაც კიდევ უფრო ამაღლებს. 90 წლის კაცია და აზროვნებით ბევრ ახალგაზრდას სჯობია, უბრალოდ მეტყველება უჭირს.
რაც შეეხება რუს მეცნიერს, როგორც თქვეს, რძალი და მეუღლე ყავს ქართველები, ეს რა თქმა უნდა ყველა ქართველისთვის სასიამოვნოა, მაგრამ დიდი ექიმია და თანაც დადებითი პიროვნებაა. ხედავთ, რა მოჰყვა ბატონმა როინ მეტრეველმა, რომ მხარმოტეხილი ჩემპიონი ლუკა ასანიძე გადაარჩინა და გადახადა მსოფლიოს ოლიმპიური ჩემპიონი”.
2010 წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.