94 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოფისმა გაავრცელა. ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში პარკინსონის იყო დაავადებული. და ბოლო წლების განმავლობაში, სპეციალური სავარძლით გადაადგილდებოდა.
ზუსტად 8 თვის წინ კი მისი მეუღლე ბარბარა ბუში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას, ერთი საპრეზიდენტო ვადით 1989-1993 წლებში იკავებდა. ბუშმა ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედაც იყარა კენჭი თუმცა, არჩევნები წააგო.
მანამდე, 1981-1989 წლებში, ის რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ბუში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიატორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მან 58 საბრძოლო საფრენი მისია შეასრულა. ერთ-ერთი მისიის შესრულებისას, მისი თვითმფრინავი იაპონიის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო. თუმცა ბუშის გადარჩენა ამერიკის საზღვაო ძალებმა მოახერხეს.
ჯორჯ ჰერბერტ ვოლქერ ბუში ჯარში ომის დასრულებამდე მსახურობდა. ის გამოჩენილი სიმამაცისთვის დააჯილდოვეს. ამერიკის 41-ე პრეიდენტმა იეილის უნივერსიტეტი დაამთავრა.
მეუღლე ბრბარასთან ერთად ჰყავდა 6 შვილი. ერთ-ერთი მათგანი ჯებ ბუშია, რომელიც ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი და ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატია.
კიდევ ერთი ვაჟი ჯორჯ ბუშ უმცროსი, ამერიკის 43 პრეზიდენტი 2001- 2009 წლებში იყო. 2005 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსი საქართველოში ჩავიდა, რაც ერთადერთი შემთხვევაა, როცა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი საქართველოს ეწვია.