სატელეფონო მოსმენები და ინტერნეტით მოპოვებული მასალა უსაფრთხოების მიზნებს ემსახურებოდა - აცხადებენ ამერიკული დაზვერვის სააგენტოები
წინააღმდეგობებით მოცულ სათვალთვალო პროგრამების საკითხს შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები უსაფრთხოების მოთხოვნათა აუცილებლობით ხსნიან. ოფიციალური პირების განცხადებით, მთავრობის პროგრამებმა შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ ათეულობით ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. მათ შორის - მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში.
კანონმდებელთა მოთხოვნით, დაზვერვის თანამშრომლებმა კონგრესს საიდუმლო მასალების ერთი ნაწილი გააცნეს, რომელიც მათი მუშაობის ეფექტურობას ადასტურებს. როგორც აღნიშნული მასალებით ირკვევა, 2012 წელს ასობით მილიონი სატელეფონო საუბრიდან დამატებითი ინფორმაციისთვის მხოლოდ 300 საუბარი შეისწავლეს.
გენერალ კით ალეგზანდერის განცხადებით, საქმეების დამატებითი დეტალები უსაფრთხოების მოსაზრებით აღარ გამჟღავნდება, რათა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული გამოძიების შემდგომი მუშაობა აღარ შეფერხდეს. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოპოვებული მასალები ყოველ 5 წელიწადში ნადგურდება.