ამერიკის ჯარები ერაყში 2011 წლის შემდეგაც დარჩებიან

ამერიკის ჯარები ერაყში 2011 წლის შემდეგაც დარჩებიან

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის განცხადებით, ამერიკის ჯარების 2011 წლის შემდეგაც დარჩებიან ერაყში, თუ ამ ქვეყნის ხელისუფლება შესაბამისი თხოვნით მიმართავს ვაშინგტონს.

ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას ბატონმა გეითსმა აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო ვიზიტია ერაყში, რადგან ამ წლის მიწურულს ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.

რობერტ გეითსი ერაყში საუდის არაბეთიდან ჩავიდა, სადაც ის ამ ქვეყნის მეფეს აბდულას შეხვდა, რომლის დროსაც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ჩრდილოეთში მიმდინარე სახალხო აჯანყებების საკითხი განიხილეს.