შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ანონიმურობის საფუძველზე აცხადებენ, რომ ჩინეთის პრეზიდენთან შეხვედრის დროს, როდესაც რობერტ გეითსმა ახალი ჩინური ავიაგამანადგურებელების გამოცდის შედეგებზე შეკითხვა დასვა, პრეზიდენტი ჰუ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ანონიმი წყაროს თქმით, დარბაზში მყოფი არცერთი სამოქალაქო პირი არ იმყოფებოდა საქმის კურსში. თავად პრეზიდენტი ჰუ სამოქალაქო პირია და ასევე სწორედ ის არის ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარე. თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს ჩინეთის პრეზიდენტოს გაკვირვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მან ჟურნალისტებს განუცხადა თავის შეშფოთების შესახებ ჩინეთის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებს შორის კოორდინაციის შესაძლო სისუსტის თაობაზე. ასევე მან არ დამალა თავის ეჭვი, რომ ჩინეთში სამხედრო ლიდერები შესაძლოა ზოგჯერ დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
„მე შეშფოთებული ვარ ამ ვითარებით და გულახდილად რომ გითხრათ სწორედ ეს არის ერთერთი მთავარი მიზეზი რის გამოც მე მნიშვნელობას ვანიჭებ ორ მხარეს შორის დიალოგის წარმოებას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ლიდერები.“