"... ზამთარი მოდის, მას კი მოაქვს სიბნელე..."ჯორჯ მარტინი
ასე გააფრთხილა სამეფო კარის თამაშების მაყურებლები, ავტორმა, ჯორჯ მარტინმა 2016 წელს.
მას შემდეგ 3 წელი გავიდა, ცოტა ხნის წინ კი სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის პრემიერა გაიმართა.
შვიდ სამეფოში ზამთარი წინა სეზონში დადგა და კედელიც დაინგრა თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა. ყველაფერი სწორედ ამ სეზონში უნდა გაირკვეს. მათ შორის ის, დაისადგურებს თუ არა სიბნელე შვიდ სამეფოში და რა ბედი ეწევათ მთავარ გმირებს.
თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფინალური სეზონის ბოლოს ყველა კითხვას პასუხი არ გაეცეს, რადგან მარტინმა უკვე დაანონსა: "ხშირად ამბები სრულდება ისე, რომ ყველა კითხვას პასუხი არ ეცემა, ამას ხანდახან ავტორები სპეციალურად ვაკეთებთ."
"ხშირად ამბები სრულდება ისე, რომ ყველა კითხვას პასუხი არ ეცემა, ამას ხანდახან ავტორები სპეციალურად ვაკეთებთ,"- აცხადებდა ჯორჯ მარტინი.
წლების წინ ავტორმა მაყურებელს მიანიშნა ისიც, რომ ამბავს ბედნიერი დასასრული არ ექნებოდა.
ფინალური სეზონის პირველ სერიაში, ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ჯონ სნოუმ უკვე გაიგო, მისი ნამდვილი მშობლების ვინაობა.
როგორც ცნობილია, სერიალის გმირის მშობლები ლიანა სტარკი და რეიგარ ტარგარიანი არიან. სწორედ ამიტომ სნოუ, შვიდი სამეფოს კანონიერ მეფედ ითვლება.
სეზონის პირველივე სერიაში ჯონ სნოუ და დეინერის ტარგარიანი ვინთერფილში ჩადიან.
სერიალში განვითარებულმა მოვლენებმა ინტერნეტში სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმეს.
სერიის ბოლოს ვინთერფილში ჩადის სერსეის ძმა სერ ჯეიმი, რომელიც მალევე ხვდება ბრან სტარკს. გთავაზობთ ინტერნეტ რეაქციებს:
HBO-ს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები თუ რამდენმა ადამიანმა უყურა სამეფო კარის თამაშებს პირდაპირ ეთერში, თუმცა სერიალის ყველა გმირი, "ტვიტერზე" მთავარი განსახილველი თემა იყო.მილიონობით ადამიანი კი პოსტს ჰეშთეგით #GameofThrones აქვეყნებდა.
HBO-მ უკვე გაავრცელა შემდეგი სერიის ანონსიც, რომლის ჩვენებაც 21 აპრილს გაიმართება.