რუბრიკა „გალილეო“ დღეს ახალ თვითმფრინავს, მხოლოდ მზის ენერგიაზე მოძრავ „სოლარულ იმპულს -2-ს“ წარმოგიდგენთ
მხოლოდ მზის ენერგიით მოძრავმა თვითმფრინავმა პირველი გაფრენა ესპანეთიდან მაროკოში 2012 წელს განახორციელა. ერთი წლის შემდეგ მან შეერთებულ შტატებს გადაუფრინა. თვითმფრინავის ახალ, კიდევ უფრო სრულყოფილ მოდელს „სოლარული იმპულს-2“ ჰქვია და ის შვეიცარიაში შეიქმნა.
„სოლარული იმპულს-2“ ერთადგილიანი თვითმფრინავია. მისი ფრთების საერთო სიგრძე ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავისას არ აღემატება, 72 მეტრია. თუმცა, ის ერთი დიდი მანქანის წონაა. თვითმფრინავს ფრთებზე 200 კვადრატული მეტრის ფართობის მზის ბატარეებია მოთავსებული, რომელიც ღამით ფრენისთვის ლითიუმის იონურ ბატარეებს ტენის. 4-ძრავიანი თვითმრინავი 8, 500 მეტრის სიმაღლეზე საათში 140 კილომეტრი სიჩქარით დაფრინავს.
მისმა წინამორბედმა, რომელსაც „სოლარული იმპულს-1“ ერქვა, ყველაზე გრძელი გადაფრენა -1 500 კილომეტრზე მეტი - 2013 წლის მაისში განახორციელა, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსიდან ტეხასის შტატის ქალაქ დალასამდე. თუმცა, პილოტი ანდრე ბორშბერგი, რომელიც ადრე შვეიცარიის ავიახაზებზე მუშაობდა, ამბობს, რომ თვითმფრინავს შესვენების გარეშე გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.
„როცა ჩინეთის სანაპიროს ტოვებ, ჯერ არ იცი, თუ რა ამინდი დაგხვდება ოკეანის მეორე მხარეს. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - ამბობს ის.
კვლევას და ექსპერიმენტებს, რომელთა შედეგადაც შვეიცარული სოლარული თვითმფრინავის საბოლოო მოდელი შეიქმნა, 12 წელი დასჭირდა. ამაში წინა მოდელის საცდელი ფრენებიც იგულისხმება. „სოლარული იმპულს-2“ ახლა მსოფლიოს გარშემო საფრენად ემზადება, რასაც შვეიცარული კომპანიის ხელმძღვანელის ბერტრან პიკარდის განცხადებით, 3 თვეზე გათვლილი 20 საფრენი დღე დასჭირდება. მისი თქმით, „ეს თვითმფრინავი ენერგიის დაზოგვის საუკეთესო მაგალითია. მზის ენერგია სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თვითმფრინავი დღედაღამ ცაში იყოს“.
ავტოპილოტით აღჭურვილი თვითმფრინავი პილოტს საშუალებას აძლევს დაიძინოს, ისადილოს და ივარჯიშოს კიდეც. ბორშბერგის თქმით, მათი მიზანი არა ავიამშენებლობაში გადატრიალების მოხდენა, არამედ ენერგიის დაზოგვის პოპულარიზებაა: „გვინდა კლიენტებს ისეთი პროდუქტი მივაწოდოთ, რომელიც მათ ენერგიას დააზოგვინებს, სახლი იქნება ეს, ტრანსპორტი, განათება, თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა“.
„სოლარული იმპულს-2“ საცდელ ფრენებს 2014 წლის მაისში ახორციელებს. მსოფლიოს გარშემო გადაფრენის დაწყება კი 2015 წლის მარტში სპარსეთის ყურეში იგეგმება.

Your browser doesn’t support HTML5