რუბრიკა „გალილეო“ დღეს კიბოს ვაქცინებზე მოგითხრობთ. რამდენიმე მათგანი ამერიკაში წარმატებით გამოიყენება, მელანომას ვაქცინა კი კლინიკური გამოცდის ფაზაშია
ძალიან მოკლედ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს კიბო, დაავადება, რომელსაც ადამიანები თითქმის სიკვდილის განაჩენად აღიქვამენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კიბოს განმარტავს, როგორც დაავადებათა მრავალფეროვან ჯგუფს, რომელიც უჯრედების უკონტროლო ზრდას და გავრცელებას მოიცავს. ამ პროცესს შეუძლია სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დააზიანოს. გავრცელება ხდება როგორც პირველადი კერის ირგვლივ, ასევე გარკვეულ მანძილზე მდებარე ქსოვილებში. კიბოს ზოგიერთი ტიპის პრევენცია შესაძლოა მავნე ჩვევების არიდებით, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, სოლარიუმში სიარული, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა და სხვა. კიბოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის განკურნებაც შესაძლებელია, თუკი მისი დიაგნოსტიკა ადრეულ ფაზაში მოხდა. სამკურნალო საშუალებებიდან ყველაზე გავრცელებულია ქირურგია, სხივური და ქიმიო თერაპია.
მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს სხვადასხვა ტიპის კიბოს ვაქცინის შექმნის მიმართულებითაც აწარმოებენ. კიბოს ვაქცინების მოქმედების პრინციპი ჯერჯერობით ორგანიზმში თავდაცვის მექანიზმის, იმუნიტეტის გაძლიერებაა, რითაც ის კიბოს უჯრედებთან გამკლავებას შეძლებს. მკვლევარები რამდენიმე ტიპის კიბოს ვაქცინაზე მუშაობენ. ისინი ერთიანდებიან ჯგუფში, რომელსაც ბიოლოგიური რეაქციის მოდიფიკატორს უწოდებენ. ბიოლოგიური რეაქციის მოდიფიკატორები იმუნური სისტემის სტიმულირებაზე, ან მის აღდგენაზე მუშაობენ, რათა ორგანიზმმა თავად შეძლოს ინფექციების და დაავადებების დროული ამოცნობა და მათთან ბრძოლა. შეერთებული შტატების კიბოს ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, ორი ტიპის კიბოს ვაქცინა არსებობს: პრევენციული (პროფილაქტიკური) და სამკურნალო (თერაპიული). პირველი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში კიბოს გამომწვევი ინფექციური პათოგენის გავრცელების პრევენციას ახდენს, მეორე კი უკვე დაავადებულ ორგანიზმში კიბოსგან თავდაცვის ბუნებრივ ფუნქციას აძლიერებს.
ამჟამად მასაჩუსეტის შტატში მელანომას, კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის ვაქცინის კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით ასპირინის ტაბლეტის ზომის მოწყობილობაზე, რომელმაც პაციენტში კიბოს უჯრედის ამოცნობა და მთელი ორგანიზმის იმუნური სისტემის რეპროგრამირება (ხელახალი დაპროგრამება) უნდა შეძლოს. ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოინჟინრები იმპლანტის ტიპის მელანომას ვაქცინის ეფექტურობას იკვლევენ. მუშაობა რამდენიმე მიმართულებით წარმოებს. მეცნიერებს აინტერესებთ, თუ რამდენად შეუძლია ვაქცინას არამარტო პირველად სიმსივნეზე ზემოქმედება, არამედ მეტასტაზებზე გავლენის მოხდენა. ეფექტურობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მელანომას ვაქცინის კლინიკური უსაფრთხოებაც მოწმდება.
ექიმი შტეფან ჰოდი, რომელიც ბოსტონში დანა-ფარბერის კიბოს ცენტრში მელანომას განყოფილებას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ინდივიდუალიზებული იმპლანტი თავად პაციენტის კიბოს უჯრედის ცილას შეიცავს. მისი დანიშნულებაა კონკრეტული პაციენტის იმუნური სისტემის რეპროგრამირება.
„ჩვენ პრინციპში ადამიანის იმუნურ სისტემას ვაძლევთ ნიშანს, წითელ ნათურას ვუნთებთ: აი, აქ არის კიბოს უჯრედები და მათზე ძლიერი რეაგირებაა საჭირო. ერთგვარად, ორგანიზმის იმუნიტეტის სტიმულირებას ვახდენთ“ - განმარტავს ექიმი.
ორგანიზმში ხსნადი ნივთიერება, რომელსაც იმპლანტი შეიცავს, შეერთებული შტატების რეგულაციებით უკვე ნებადართულია. შტეფან ჰოდის თქმით, იმპლანტი იმ ცილასთან ერთად, რომლის დანიშნულებაც ორგანიზმის მიერ კიბოს უჯრედის ამოცნობა და იმუნური სისტემის რეპროგრამირებაა, ასევე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კიბოს უჯრედებს თავისკენ იზიდავს.
მელანომას განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ფუნქციაც იმუნიტეტის საპასუხო რეაქციის ზრდას ემსახურება და კიდევ, მათ იმედი აქვთ, რომ „პაციენტის იმუნურ სისტემას გამოუმუშავდება ერთგვარი მეხსიერება, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას კიბოს იმ უჯრედებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში მეტ გამძლეობას გამოიჩენენ“.
ბოსტონში დაწყებული კლინიკური კვლევები 2015 წლამდე გაგრძელდება. ვიდრე ჰარვარდის უნივერსიტეტში ადამიანზე მელანომას ვაქცინას გამოიყენებდნენ, ის თაგვებზე გამოსცადეს. ორი დოზის მიღების შემდეგ თაგვების ნახევარში კიბოს უჯრედები სრულებით გაქრა. თაგვები, რომლებსაც ექსპერიმენტული ვაქცინაცია არ ჩაუტარდათ, 25 დღის განმავლობაში მოკვდნენ.
როგორც უკვე ითქვა, კიბოს ვაქცინებზე რამდენიმე ცნობილი ფარმაკოლოგიური კომპანია მუშაობს. მათ შორისაა გლაქსო-სმით-კლაინი. ის სამკურნალო ტიპის ვაქცინას ფილტვის და კანის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებზე ცდის და ამჟამად კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაში იმყოფება. ამ ვაქცინის მოქმედების პრინციპიც თითქმის იგივეა. ის ეფუძნება ანტიგენს, რომელსაც იმუნური სისტემა იოლად ამოიცნობს და მის წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს. დიდი მუშაობა მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის, თავის ტვინის, შარდის ბუშტის, თირკმლის, პანკრეასის, ფილტვის კიბოს და ლეიკემიის ვაქცინების შემუშავების მიზნით.
რაც შეეხება უკვე გამოცდილ და დამტკიცებულ კიბოს ვაქცინებს, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების (FDA) ადმინისტრაციამ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცა. მათ შორისაა გარდასილი, კომპანია მერკის მიერ წარმოებული ვაქცინა და სერვარიქსი, გლაქსო-სმით-კლანის ვაქცინა, რომლებიც საშვილოსნოს კიბოს პრევენციას ახდენენ. ისინი იცავენ ორგანიზმს პაპილომა ვირუსის (HPV) განსაზღვრული ტიპებისგან, რომლებიც შეერთებული შტატების კიბოს ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დაავადებულთა 70 პროცენტში საშვილოსნოს კიბოს მთავარ გამომწვევ მიზეზად ითვლება.
ისტორიულად, ამერიკაში პირველ დამტკიცებულ და წარმატებით დანერგილ კიბოს ვაქცინად, რომელიც ღვიძლის კიბოს პრევენციას ახდენს, B-ჰეპატიტის ვაქცინა (HBV) ითვლება. ის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 1981 წელს დაამტკიცა. B-ჰეპატიტის ვაქცინით დღეს შეერთებულ შტატებში ახალშობილების უმეტესობა იცრება.
Your browser doesn’t support HTML5