გახარია ელისაბეთ რუდს შეხვდა

ფოტო: საქართველოს პრემიერის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა.

მხარეებმა გასული წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს.

ოთხშაბათს ირანმა, გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ, ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტით, თავდასხმა განახორციელა აშშ-ის და საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალების ბაზებზე, რომლებიც ერაყშია განთავსებული. დღეს, თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ირანი დანარჩენი მსოფლიოსთვის და მშვიდობისთვის საფრთხედ იქცა. შეერთებულ შტატებს კი გააჩნია საკმარისი სამხედრო რესურსები იმისთვის, რომ ირანის საფრთხეს გაუმკლავდეს.