ლოს კაბოსში მსოფლიო ლიდერები ორი დღე დარჩებიან
მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებს მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურორტზე მარიაჩის ჰანგების შესრულებით დახვდნენ. ლოს კაბოსში მსოფლიო ლიდერები ორი დღე დარჩებიან და დროის ძირითად ნაწილს სასტუმროების საკონფერენციო დარბაზებში ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის ვალებზე საუბარში გაატარებენ.
დიდი ოცეულის შეხვედრას მექსიკის პრეზიდენტი, ფელიპე კალდერონი უმასპინძლებს. მისი განცხადებით, ოცეულის წევრმა ქვეყნებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულონ და საერთაშორისო დახმარებისთვის დაპირებული თანხები გამოყონ. დიდი ოცეულის წევრებმა აპრილში 400 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირება დადეს კრიზისში მყოფი ქვეყნებისთვის სესხების გამოყოფის მიზნით, თუმცა რამდენიმე მათგანს პირობა ჯერ არ შეუსრულებია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დიდი ოცეულის სამიტზე ევროპის შედარებით მდიდარი ქვეყნების ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის მცდელობამ შესაძლოა დაჩრდილოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებები. სუსტი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნები დიდი ოცეულისგან ფინანსურ დახამრებას ელიან.
კრისტინა ველერი ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო განვითარების კათოლიკური სააგენტოს ანალიტიკოსია:
„უკანასკნელ ორ სამიტზე ძირითადი ყურადღება საბერძნეთისა და ევროზონის კრიზისს დაეთმო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამიტის განრიგში ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი სხვა თემების განსახილველად.“
ველერი აცხადებს, რომ დიდი ოცეულის ლიდერები საკუთარ ეკონომიკებსაც მნიშვნელოვან დახამრებას გაუწევენ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები მილიონობით ადამიანის დახმარებით. მისი აზრით, სიღარიბის დაძლევა არა მხოლოდ მორალური საკითხია, არამედ მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება.
„სიღარიბე ეკონომიკური პრობლემაცაა იმის გამო, რომ ის მოთხოვნილებას ამცირებს. თუ ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, გაიზრდება მოთხოვნა, რაც მსოფლიოში ყველა ეკონომიკისთვის ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება.“
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ლიდერები სამიტის ორივე დღეს ევროპის ფინანსურ კრიზისს დაუთმობენ, ოფიციალური პირების განცხადებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდება კვლავ იქნება სამიტის დღის წესრიგში.
მექსიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი რეჰელიო გრანგილომის განცხადებით, რომელიც დიდი ოცეულის სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდება იგივე ტემპებით გაგრძელდება, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა:
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ლოს კაბოსში მაისში დაასრულა მუშაობა, დიდი ოცეულის ლიდერებს კონკრეტულ რეკომედაციებს წარუდგენს ისეთ თემებზე, როგორიცაა განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარება, მწვანე ეკონომიკის დანერგვა და სურსათის უსაფრთხოების დახვეწა.
სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე მონაწილეობენ მსოფლიოს ბიზნეს ლიდერების შეხვედრაშიც, რომელიც დიდი ოცეულის პარალელურად ასევე ლოს კაბოსში მიმდინარეობს. ბიზნესმენების სამიტს B-20-ად - იგივე ბიზნეს-ოცეულად მოიხსენებენ.
ვაჭრობის საერთაშორისო პალატის დირექტორი სტეფანო ბერტასი აცხადებს, რომ კორპორაციების ლიდერები მსგავს ფორუმებში მონაწილეობას იმიტომ ღებულობენ, რომ მთავრობებთან ახლო კონტაქტები დაამყარონ და გლობალური ეკონომიკის განვირთარებას ხელი შეუწყონ.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იყოს, რომელიც თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული და გაგრძელდება არა მხოლოს სამიტის მსვლელობისას, არამედ მისი დასრულების შემდეგაც.“
ბერტასი ამბობს, რომ ბიზნეს სამყაროს მთავრობებთან შესაძლოა უკმაყოფილების მიზეზები ჰქონდეს, როგორიცაა მაგალითად, გადასახადების გაზრდა. თუმცა, ასევე, არის არაერთი სფერო, სადაც მთავრობებისა და მსხვილი კორპორაციების ინტერესები იკვეთება. ერთ-ერთი ასეთი სფერო მწვანე ეკონომიკის დანერგვაა.
ბერტასის თქმით, მთავრობებმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლონ ბიზნესებისგან, მაგალითად, განსხვავებების შეჯერება და მოლაპარაკების საფუძველზე შეთანხმების მიღწევა.
„თუ ბიზნეს სფეროში მიღწეულ კომპრომისებსა და იდეებს მთავრობის წარმომადგენლებსაც გავაცნობთ, შესაძლოა მათ გაკვეული საკითხების განხილვისას კონსესუსს მიაღწიონ.“
როგორც დიდი ოცეულის ასევე ბიზნეს ოცეულის სამიტებთან ახლოს დამონსტრაციების გამართვა მკაცრადაა დარეგულირებული. გარდა ამისა, მექსიკის ფედერალური პოლიცია და შეიარაღებული ძალების დანაყოფები ბაჰას ნახევარკუნძულს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებით იცავენ.

ჩვენ გვინდა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იყოს, რომელიც თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული და გაგრძელდება არა მხოლოს სამიტის მსვლელობისას, არამედ მისი დასრულების შემდეგაც.“სტეფანო ბერტასი