შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დღეს მოსკოვში ჩავიდა. მისი მიზანია რუსეთის დასარწმუნება, რომ ამ უკანასკნელმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს. თუმცა ტილერსონი მოსკოვში იმაზე ნაკლები არგუმენტით ჩავიდა, ვიდრე ვაშინგტონი და ლონდონი იმედოვნებდნენ.
იტალიის ქალაქ ლუკაში დღეს გამართულ, „დიდი შვიდეულის“ მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების შემუშავება ვერ მოხერხდა იმ არგუმენტით, რომ ჯერ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ გამოიყენა სირიაში გასულ კვირაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი.