მაკრონი ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს

China France

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს. ანალიტიკოსების შეფასებით, თავისი პირველი ვიზიტისას ჩინეთში, მაკრონმა ნათლად გაუსვა ხაზი, რომ არსებობს უდიდესი შესაძლებლობები ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც არსებობს უკმაყოფილება იმის თაობაზე, რასაც ისინი „ჩინეთის უსამართლო და არაპატიოსანი სავაჭრო პრაქტიკას“ უწოდებენ. მაგალითად, ინვესტიციების შეზღუდვა ზოგიერთ სექტორში, რომლებიც თავისუფალია სხვა ქვეყნებში.

მათეუ დაჩატელი, „ევროპული საბჭოს“ აზიისა და ჩინეთის პროგრამის დირექტორის მოდაგილე ამბობს, რომ მაკრონის ვიზიტი „საფრანგეთის საზღვრებს სცდებოდა“.

„მას სურს თავი წარმოადგინოს, როგორც ევროკავშირის ლიდერმა, თუმცა ამავე დროს, ვფიქრობ, მას ასევე სურს აჩვენოს ყველას, რომ ევროპა და ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ეს შეიძლება ბევრს ეგონოს ჩინეთში", ამბობს დაჩატელი.