აფრიკის ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭო მსჯელობს
საფრანგეთის მოთხოვნის შესაბამისად, გაერის უშიშროების საბჭო მალიში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. როგორც ცნობილია, მალიში ისლამისტმა ამბოხებულებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლის დამყარება მოახერხეს.
ფრანგული ავიაციის იერიშების შემდეგ, ისლამისტებმა ქალაქ დიაბალის მიმართულებით კონტრშეტევა წამოიწყეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ოთხმა მოიერიშე თვითმფრინავმა კვირას ქალაქ გაოსთან ამბოხებულთა ბანაკი და პოზიციები დაბომბა.
მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი არ შეწყვეტს ისლამისტებთან ბრძოლას და მზად არის მალის მთავრობის მოთხოვნისთანავე შეიარაღებული ძალების კონტიგენტი გაგზავნოს.