საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ მთავრობის საგანგებო უფლებამოსილებას 10 ივლისს მოხსნის

საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული მთავრობის საგანგებო უფლებამოსილების მოხსნას აპირებს. პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ დაწესებული სპეციალური ზომები 10 ივლისს დაკარგავს ძალას. თუმცა, შეკრებისა და გადადგილების შეზღუდვები მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, მაინც გააგრძელდება.

მარტში, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია გამძაფრდა, საფრანგეთში ამ სპეციალურად შექმნილი კანონით, მთავრობას მიენიჭა უფლება, შეეზღუდა სამოქალაქო უფლებები პარლამენტის ნებართვის გარეშე.

საფრანგეთმა ეტაპობრივი გახსნა 11 მაისს დაიწყო და მას შემდეგ გარდაცვალებისა და საავადმყოფოში მიმართვიანობის მაჩვენებლი სტაბილურად იკლებს. სწორედ ამ მონაცემებმა მისცა საფრანგეთის ოფიციალურ პირებს საშუალება, მთავრობის საგანგებო უფლებამოსილების მოხსნაზე დაეწყოთ მსჯელობა.

"იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა პოზიტიურად მიდის ამ ეტაპისთვის, მთავრობას სურს, რომ გააუქმოს საგანგებო უფლებამოსილება, რომელიც უნდა დარჩეს, როგორც გამონაკლისი", თქვეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის, ოფისში.

საფრანგეთის მინისტრთა საბჭომ წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ გადაადგილების თავისუფლება, ტრანსპორტში ნიღბის ტარება გახადონ სავალდებულო, დახურონ ადგილობრივი ბიზნესები და აკრძალონ დიდი შეკრებები მომდევნო 4 თვის განმავლობაში. ამ კანონპროექტს კენჭს 17 ივნისს უყრიან.